OBD2 GPS მონიტორინგი

რა არის OBD?

OBD ავტომობილის დიაგნოსტირების სისტემაა, რომლითაც აღჭურვილია ყველა
ავტომობილი გამოშვებული 1996 წლის შემდეგ.

რას გთავაზობთ ჩვენ?

ჩვენ გთავაზობთ მოწყობილობას რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ სრულად
აკონტროლოთ ავტომობილი GPS ფუნქციონალით და ასევე ჩაუტაროთ დისტანციური
დიაგნოსტირება.

რა არის GPS-მონიტორინგი?

GPS-ის საშუალებით თქვენს ავტომობილს აკვირდებით აქტიურ რეჟიმში, გაქვთ ინფორმაცია თუ სად გადაადგილდება, რა სიჩქარით მოძრაობს, ავტომობილის ძრავი დაქოქილია თუ გამორთული, ასევე ნახულობთ განვლილ მარშრუტებს და მანძილს, სიჩქარის გადაჭარბებას და სხვა დარღვევებს და იღებთ დეტალურ რეპორტებს.

რის საშუალებას გვაძლეს დისტანციური დიაგნოსტირება?

ჩვენს მოწყობილობას აქვს OBD სრული მხარდაჭერა, რაც გვაძლევს საშუალებას აქტიურ რეჟიმში ვადევნოთ თვალი ავტომობილის შემდეგ პარამეტრებს:

გაგრილების სისტემის ტემპერატურა, ძრავის ბრუნვის მაჩვენებელი, ძრავის დატვირთვის პროცენტულება, 3საწვავის რაოდენობა ავზში, ძრავის ზეთის ტემპერატურა, ჰიბრიდული ავტომობილის ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ავტომობილის ვინ კოდი და ა.შ.

ასევე შესაძლებელია ვნახოთ ავტომობილის შეცდომის კოდები ასეთის არსებობის შემთხვევაში ამ კოდების განულება და ჩეკის ჩაქრობა.

ტექნიკური მომსახურების შეხსენება

მოწყობილობის ფუნქციონალით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ავტომობილის ტექნიკური მომსახურების და ტექდათვალიერების ვადები, რათა არ გამოგვეპაროს ავტომობილის სერვისი. სისტემა შეგახსენებთ რომ ავტომობილიზე შესაცვლელია ზეთი, ხუნდები, გადაცემათა კოლოფის ზეთი, გაგრილების სისტემა, ასევე შეგვახსენებს მოახლოებულ ტექდათვალიერების შესახებ.